ზუგდიდში, ავარიული დაზიანების გამო რამდენიმე ქუჩისა და სოფლის მოსახლეობას გაზი არ მიეწოდება. როგორც სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენელმა გია დარსანიამ ჟურნალისტებს განუცხადა,
დაზიანებულია 250 მეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება რადენიმე ქუჩის მოსახლეობას შეუწყდა.
"წაღვერის ქუჩაზე, კომპანია "ფაიფერი" წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც დაზიანდა გაზის მაგისტრალი",- თქვა დარსანიამ.
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა 9 მაისის, საჯაიას, ბესიკის, ბუკიას, გოგებაშვილის, გუბაზ მეფის, ერევნის, გორგასლის, ზ.გამსახურდიას, თამარ მეფის, ვაჩნაძის ქუჩებს, ასევე ახალაბასთუმანში მცხოვრებ მოსახლეობას.
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფები ადგილზე მუშაობენ, ხვალიდან კი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები