ახალი ამბები
ზუგდიდში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია "ლიბრესთან" მამაკაცი დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა. კერძოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

თამარ მეფის ქუჩაზე მამაკაცი გვიან ღამით მუხლის არეში დაჭრეს. ის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული, თუმცა მედიკოსების ცნობით, მას ოპერაცია არ დასჭირდა.

Print