მსხვერპლი მოჰყვა ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ადგილობრივი მცხოვრები, 48 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც Toyota Camry-ს მარკის ავტომობილს მართავდა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მთავარ გზაზე გადავიდა და BMW X5- ის მარკის ავტომობილს დაეჯახა. შედეგად, ის ადგილზე დაიღუპა.
სოხუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ დოროფეის (დბარი) დაესხა თავს, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს.
გაგრის ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. რუსეთის მოქალაქის ცხედარი მაშველებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
აფხაზურმა ტელეგრამ - არხმა RESPUBLICA-მ სოხუმის ე.წ. მილიციის თანამშრომლის მიერ მამაკაცის ცემის კადრები გამოაქვეყნა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ძალა გამოიყენა „ახალი რაიონის“ განყოფილების თანამშრომელმა მანჩო კიახბამ, რომელიც დაკავებულს სხვა პოლიციელების თანდასწრებით ურტყამდა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მეზობლების წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და იარაღის ფლობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის თანასოფლელებმა, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას "უფლებები საქართველოს" მიმართეს. ისინი შიშობენ, რომ საგამოძიებო ორგანო გეგმავს, საქმეზე გამოძიება შეწყვიტოს ბრალდებულის შეურაცხადობის მიზეზით.
გუდაუთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მილიციის („გაის“) უფროსის მოადგილემ, ასტამურ ტანიამ განუცხადა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.