ახალი ამბები
პრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გიორგი გუგუჩია წარადგინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გუგუჩია წარადგინა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მხარის ახალ რწმუნებულს მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა.

"მას აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მუშაბდა შსს-ში, სუს-ში, ფინანსთა სამინისტროში, არის ზუგდიდიდან, გამოცდილი კადრია, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, რომ წარმატებული გუბერნატორი იქნება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა, როგორც თავად ამბობს, პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.




Print