25 წელია ვმუშაობ, ცოტას დავისვენებ - მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ინფორმაციას ის თავად ადასტურებს. რჩება თუ არა პოლიტიკაში, უკვე ყოფილი გუბერნატორი არ აკონკრეტებს.
"25 წელია, ვმუშაობ და ახლა ცოტას დავისვენებ", - უთხრა რადიო "ათინათს" თორიამ.
მალხაზ თორია გუბერნატორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ალექსანდრე მოწერელია გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები