ახალი ამბები
ფსოუს ე.წ. საგუშაგოსთან სროლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დადგენილია - დე ფაქტო შსს
ფსოუსთან ე.წ. საზღვარზე სროლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დადგენილია, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა სამინისტრო" ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები დამნაშავეების დასაკავებლად.

23 ივნისს, დაახლოებით 17 საათზე, (მოსკოვის დროით), გაგრაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვართან, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. სროლის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 3 კი დაიჭრა.

დაახლოებით ამავე დროს, გუშინ სროლა იყო ახალ ათონში. დაჭრილია 30 წლამდე მამაკაცი. სამართალდამცველები დანაშაულში ეჭვმიტანილს ეძებენ.
Print