აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა სამინისტრო" ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს „ფსოუს“ ე.წ. საგუშაგოს ზონაში სროლაში მონაწილე პირების დასაკავებლად.
წინასწარი ინფორმაციით, გაგრაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვართან, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ.
სროლის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, ვკითხულობთ ე.წ. შსს- ს ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფოტო: ინტერფაქსი
მასალის გამოყენების პირობები