რეგიონი
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის მეორე წუთზე პორტუგალიის ნაკრების კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მეორე გოლი კი პენალტით გიორგი მიქაუტაძემ.

საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

" ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მატჩი გერმანიაში, გელზენკირხენის "აუფ შალკე არენაზე" გაიმართა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 18 ივნისს თურქეთთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა, ხოლო ჩეხეთთან შეხვედრა თანაბარი ქულით 1:1 დაასრულა.

ამავე თემაზე:

დღეს საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პორტუგალიასთან ითამაშებს

ზუგდიდში სხვადასხვა ლოკაციაზე ევრო 2024-ს მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებთ

Print