დღეს საქართველოსა და თურქეთის ისტორიული მატჩის ტრანსლაცია ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გაიმართება.
ზუგდიდში ასეთი რამდენიმე ლოკაციაა. მათ შორის, ახალგაზრდული სათათბიროსა და ზუგდიდის მერიის თანამშრომლობით, მე-2 სკოლის წინ დამონტაჟდება დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ მატჩის ღია სივრცეში ყურებას.
ასევე, ტრანსლირება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში, ზუგდიდი მოლში და სოციალურ კაფე "მეგობარში" მოეწყობა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ის
დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე"პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს.
22 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში ჩეხეთის წინააღმდეგ, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებთან ითამაშებენ.
მასალის გამოყენების პირობები