რეგიონი
დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაურ ცხოველებს უფასოდ აცრით - ნახეთ მისამართები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს. 28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ტარდება.

სააგენტოს ცნობით, სამგერლო - ზემო სვანეთში ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:

• მარტვილი - გახოკიძის ქ.N5

• აბაშა - ჩიქოვანის ქ.N13

• სენაკი - რუსთაველის N235

• ხობი - ც. დადიანის N185

• ჩხოროწყუ - აღმაშენებლის N11

• წალენჯიხა - გამსახურდიას N9

• ფოთი - კოსტავას ქ.N193

• მესტია - ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ

• ზუგდიდი - კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.

ასევე დაავადების საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ტარდება ზუგდიდში, ,,ვეტჰელსის'' კლინიკაში.

28 სექტემბერს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.

ამავე თემაზე:

28 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება - სეს

Print