ახალი ამბები
28 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება - სეს
28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

მათი თქმით, პროცესი სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები განისაზღვრა:

• მარტვილი - გახოკიძის ქ.N5

• აბაშა - ჩიქოვანის ქ.N13

• სენაკი - რუსთაველის N235

• ხობი - ც. დადიანის N185

• ჩხოროწყუ - აღმაშენებლის N11

• წალენჯიხა - გამსახურდიას N9

• ფოთი - კოსტავას ქ.N193

• მესტია - ბ. კახიანის ქუჩა აეროპორტის მიმდებარედ

• ზუგდიდი - კ. გამსახურდიას 1 შესახვევი N 4.


სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია.

28 სექტემბერი, როგორც ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო კი მას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
21-22 სექტემბერს, სოციალურ საწარმო „მეგობარში“ პროექტის “ჩემი არჩევანი” ფარგლებში ტრენინგი და საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა.
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
დღის სიახლეები
28 / სექტემბერი 2024
გიგა ფარულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
28 / სექტემბერი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს. 28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ტარდება.
28 / სექტემბერი 2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.