ახალი ამბები
ამ ეტაპისთვის ზუგდიდში საარჩევნო აქტივობა შეადგენს 9054 ამომრჩეველს - ცესკო (ვიდეო)
ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის უბნებზე აქტივობა 9054 ამომრჩეველს შეადგენს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველა უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა შეუფერხებლად. 

68-ე
უბანზე ხმის მიცემის პროცესის 8 წუთით დაგვიანებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ეს იყო მცირე ტექნიკური ხარვეზი და ახლა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მესხის განმარტებით, მე-9 უბანზე ხმაური გამოიწვია დამკვირვებლების მიერ კომისიის ფუნქცია-მოვალეობებში უხეშად ჩარევამ.

"მოხდა გაძევების აქტის შედგენა და შემდეგ უკვე გარე პერიმეტრზე იყო დაპირისპირება", - თქვა მან.

ცნობისთვის, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 70 უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 116 525-ია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში.

Print