რეგიონი
6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა, დე ფაქტო რესპუბლიკის '"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს, 5 იანვარს, საბერიოში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ჭოლარიების კერძო სახლს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა მთელს შენობაზე.

სახლში მყოფი ბავშვების გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Print