ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა
ტელეგრამარხმა "აიაშარამ" გაავრცელა.
მათივე ცნობით, ცეცხლი ჭოლარიების კერძო სახლს გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა მთელს შენობაზე. სახლში მყოფი ბავშვების გამოყვანა კი ვერ მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები