ახალი ამბები
ასოციაცია "ათინათი" საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა
საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - "იფიცება საქართველო" ასოციაცია "ათინათი" შეუერთდა. ორგანიზაცია დღეს, 15 იანვარს, 15:00-დან 18:00 საათამდე შეაჩერებს საქმიანობას.

გაფიცვის მთავარი მიზანია საზოგადოებამ ნახოს, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში: გაჩერებული ეკონომიკა; დაკეტილი ბიზნესი; სიღარიბე და უმუშევრობა.

პროტესტის მოთხოვნები კი უცვლელი რჩება - დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.

ცნობისთვის, გაფიცვას, სამეგრელოს მასშტაბით, ასევე შეუერთდნენ ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", "მეგობარი" და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.


ამავე თემაზე:

დღეს ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" პროტესტის ნიშნად დროებით აჩერებს მუშაობას

„Mego Bar”- ი საყოველთაო გაფიცვას უერთდება

საყოველთაო გაფიცვას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება

Print