ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჯგალის მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა
წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობის მიერ წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მოთხოვნის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე 3 თებერვალს ჩავიდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას დაჰპირდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემ გაავრცელა.

მათი თქმით, ახლა არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, დაზიანებულია ცენტრალური მაგისტრალი, ახალი ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ჯგალში მცხოვრებ 160 ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.

ვერავას თქმით, პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება. მანამდე კი არსებული ქსელის აღდგენა განხორციელდება.

ცნობისთვის, ჯგალში მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათ, 3 თებერვალს, პროტესტის ნიშნად, წალენჯიხა-ჩხოროწყუს ცენტრალური გზა გადაკეტეს.

Print