რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას უხსნის.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი:
„აფხაზეთში სიტუაციის სტაბილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუქმებს ზემოხსენებულ რეკომენდაციებს. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ აფხაზეთში გამგზავრება, შეუძლიათ დაიწყონ თავიანთი გეგმების განხორციელება. ამავდროულად, შვებულებაში წასული მოქალაქეების სტანდარტული წესები რჩება აქტუალური, სიფრთხილე ღამით და პოტენციურად სახიფათო ადგილებში, ადგილობრივი ადათ-წესებისა და ტრადიციების პატივისცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრეზიდენტმა ილია უმანსკიმ განაცხადა, რომ ტურისტული ინდუსტრია „ნამდვილად მოუთმენლად ელის“ გადაწყვეტილებას აფხაზეთში ტურების გაყიდვის განახლების შესაძლებლობის შესახებ.
2024 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა, რომ რუს ტურისტებს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან,ხოლო
ტუროპერეტორებს აფხაზეთში ტურების გაყიდვა აეკრძალათ.
გადაწყვეტილება სოხუმში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა, რასაც ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანია
გადადგომა და რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების
ჩაგდება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები