მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეულია შეთანხმება დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, „რესპუბლიკის მოსახლეობის საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით”, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
მოსკოვში აცხადებენ, რომ სოხუმთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხს, ისევ დაუბრუნდებიან, თუმცა, ამჯერად, “უზრუნველყოფენ ორმხრივი ინტერესების ბალანსს, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის“, ამის შესახებ რუსეთის ვიცე - პრემიერმა ალექსნდრ ნოვაკმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდნეტობის“ კანდიდატთან, ბადარა გუნბასთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, წერს „აფსნიპრესი“.
რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის ჰუმანიტარულ ელექტროენერგიას 2025 წლის თებერვლის ბოლომდე მიაწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის დუმამ გადაწყვიტა გადადოს ოკუპირებულ აფხაზეთთან „სავაჭრო რეჟიმის შესახებ“ შეთანხმების ოქმის რატიფიცირება, ამის შესახებ რუსული „რია ნოვოსტი“ წერს.
სოხუმში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან დაფინანსება ნოემბრიდან სრულად შეუწყდათ. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. „პარლამენტის“ რიგგარეშე სხდომა, რომელიც 19 დეპუტატის მოთხოვნით იყო მოწვეული, დღეს გაიმართა.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, მათ შორის, ბაბუშარას აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ საცდელ ფრენას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.