ქართველი სპორტსმენების სოლიდარობა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს (ფოტო, ვიდეო)
11:46 / 23.06.2019
ქართველი სპორტსმენები 20 ივნისის აქციის მონაწილეებს საკუთარ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
საქართველო-იტალიის მატჩზე ლელოს დადება საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა თედო აბჟანდაძემ ცალ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნა.
ამავე ჟესტით გამოხატეს საკუთარი პროტესტი და გამოუცხადეს მხარდაჭერა ანტისაოკუოაციო აქციის მონაწილეებს საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ. მანამდე, ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელები ეროვნული ლიგის თამაშზე ანტიოკუოპაციური მაისურებით გავიდნენ. 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს აქცია. რეზინის ტყვიების სროლისა და ცრელმსადენი გაზის გაშვების შედეგად 300-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმეს რეზინის ტყვია თვალის არეში მოხვდა, მათგან ორს თვალის ამოღება დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები