რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს დაშავებული ზუგდიდელი მსახიობი დემეტრე ნაყოფია სინათლეს ხედავს.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მისმა მეგობარმა ნიკა ლაშხიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, დიდი შანსია იმისა, რომ ნაყოფიას მხედველობა
დაუბრუნდეს.„თვალი შეუნარჩუნეს, რაც დიდი მიღწევა იყო. დღეს მოუხსნეს სახვევი და სინათლეს ხედავს. ექიმები ამბობენ, რომ დიდი შანსია მხედველობა დაუბრუნდეს. კიდევ ერთი სასწაულის მოლოდინში ვართ, დიდი მადლობა ექიმებს“, - ამბობს ლაშხია.
ზუგდიდელ ახალგაზრდას, რომელიც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაშავდა, გუშინ მარცხენა თვალზე ოპერაცია
ჩაუტარდა.
მასალის გამოყენების პირობები