კახა კუკავა საარჩევნო უბანთან გათავსებულ დროშებზე: ეს არის ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია (ვიდეო)
12:30 / 13.05.2018
„შევარდნაძის დროიდან მახსოვს არჩევნები და მსგავსი არაფერი მინახავს,
პირდაპირ საარჩევნო უბანთან იყოს გამოკიდებული
პარტიის დროშები, არც საააკაშვილის დროს . ეს არის ივანიშვილის
გასაოცარი დემოკრატიის მეექვსე წელიწადი“, - ასე გამოეხმაურა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი კახა კუკავა ცაიშის #73 უბანთან
„ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ დროშების
განთავსებას.
რაც შეეხება მათი პარტიის კანდიდატს, კუკავა ამბობს, რომ გოდერძი
ბუკია არის ალტერნატივა იმ ამომრჩევლებისთვის, რომელსაც არ მოსწონს
ბიძინა ივანიშვილი.
„იმ ხალხს, რომელსაც არ მოსწონს დღევანდელი მთავრობა და არც მისი
ევროპული ალტერნატივა, ჩვენ შევთავაზეთ რეალური ალტერნატივა. ვნახოთ
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ცაიშელები“, - აღნიშნა კუკავამ.
ცაიშის #73 საარჩევნო უბნის შესასვლელთან მმართველი პარტიის დროშები
განათავსეს. ამომრჩევლებს უბანზე მისვლელად „ქართული ოცნების“ დროშებს
შუა უწევთ გავლა. მოგვიანებით იქ „ევროპული საქართველოს“ მცირე ზომის
დროშებიც მიიტანეს.
ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია:
გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი
ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
ამავე თემაზე:
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვლადიმერ დელბას „პრემიერ-მინისტრად“ დანიშვნის შესახებ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 32 შემთხვევა აღირიცხა.
სამეგრელოში სანეფო სუფრისთვის, ქორწილის წინა დღეს ,,სარიტუალო პურს და ჭვიშტარს“ აცხობდნენ,რომლებიც სპეციალური დანიშნულების იყო. რიტუალური პურების დაცხობა ყველას როდი შეეძლო. მთელს ,,სამოხიოში“ რამდენიმე ქალი თუ იქნებოდა ამ საქმეში დახელოვნებული, რის გამოც მათ დიდი პატივით ეპყრობოდნენ. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორ მზადდებოდა, რამდენი სახის პური ცხვებოდა და რა იყო ამ ტრადიციის მთავარი აზრი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები