რეგიონი
ჩხოროწყუში სულგუნის დამზადებაში ეროვნული რეკორდის დამყარება იგეგმება
19 ოქტომბერს ჩხოროწყუს დაარსებიდან 90 წლის თავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ამასთან, სულგუნის დამზადებაში ეროვნული რეკორდის მოხსნა იგეგმება. როგორც რადიო „ათინათს“ ჩხოროწყუს მერმა იაგო გოგუამ უთხრა, 20 კილო სულუგუნის  დამზადებას ადგილობრივი დათო დარსალია შეეცდება.

მერის ინფორმაციით, ღონისძიებას  ლიეტუვას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან . გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ჩხოროწყუში დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:

12:00 ქალაქ ჩხოროწყუში გაიმართება საზეიმო მსვლელობა;
12:30 ,,კოლხური შემოდგომის" გახსნა;
13:00 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება;
13:30 ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გახსნა; (ქალაქი ჩხოროწყუ)
13:40 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასა და ლიეტუას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება;
14:00 ,,დომიხვამით ოდაბადე“ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი (მუხური);
14:30 დღის კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
15:00 სახალხო სეირნობა;
15:30 რეკორდის მოხსნა სულგუნის დამზადებაში;
17:30 გალა კონცერტი (მონაწილეობენ: სოფო და ბორის ბედიები. კულტურის სახლთან არსებული ბენდი;
ფოტოგამოფენა ისტორიულ მუზეუმში ,,ჩხოროწყუ 90 წლისაა“;
მთელი დღის მანძილზე გაიმართება სპორტული ღონისძიებები;
მოეწყობა ეთნოკუთხეები, წარმოდგენილი იქნება მეგრული სამზარეულო;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ „ჩხოროწყუობა 2019“-ისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი გამოყო.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
12 / აპრილი 2025
"როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას, iFly-სა და Nordstar-ს, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
12 / აპრილი 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ფესვებიანად მოპოვებული, ჯამში 89 ერთეული ბზის ნერგის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები გამოავლინეს.
11 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.