ლევან კობიაშვილი კლუბ "ზუგდიდის" ადმინისტრაციას: იყავით ადეკვატურები (ვიდეო)
17:11 / 04.11.2016
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან
კობიაშვილმა ზედა ეწერის სტადიონთან დაკავშირებით
კომენტარი გააკეთა. მან კლუბის ხელმძღვანელობას ადეკვატურობისკენ
მოუწოდა.
"გულწრფელად ვურჩევ, უფრო მეტად შეუწყონ ხელი კლუბს, მეტი დრო
დაუთმონ ფეხბურთელებს, რომ უკეთესი პირობები შეექმნათ და ასეთ ცუდ
მდგომარეობაში, თუნდაც, სატურნირო ცხრილში არ
იქნებიან".
კობიაშვილის განმარტებით, ამ სტადიონზე თამაშის ნებართვა ფედერაციამ
გასცა, თუმცა არსებობს საკითხები, როცა ასეთ პირობებში ზედა ეწერის
სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი
ლიგის მატჩი ზუგდიდის "ზუგდიდსა" და ბოლნისის "სიონს" შორის ნეიტრალურ
სტადიონზე, სამტრედიაში, ჩატარდება. შეხვედრა კვირას, 6 ნოემბერს 14
საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო
"ათინათს" კლუბში დაუდასტურეს.
მასალის გამოყენების პირობები