"ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას ითხოვს (ვიდეო)
13:09 / 04.11.2016
ზუგდიდის "ზუგდიდის" ფეხბურთელები გულშემატკივრებთან
და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ზედა ეწერის სტადიონზე
იმყოფებოდნენ.
ისინი აპროტესტებენ ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახადაც
მინდვრის საფარი არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის სტანდარტებს.
კლუბში აცხადებენ, რომ სტადიონი მოთხოვნებს შეესაბამება, აქ თამაში
შესაძლებელია, მით უფრო, რომ აქამდე უმაღლესი ლიგის თამაშები
დაუბრკოლებლად ტარდებოდა და აქამდე პრეტენზია არავის გამოუთქვამს.
"ჩვენ ვითხოვთ, ფედერაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ,
შეამოწმონ ჩვენი მინდორი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და ხვალინდელი
თამაში ბოლნისის "სიონთან" ჩვენს სტადიონზე ვითამაშოთ", -
განმარტა ფეხბურთელმა გიგა ბეჭვაიამ.
ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და კლუბის გულშემატკივრები
კი პირად ინტერესებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ფეხბურთის ფედერაციას
უნდა "ზუგდიდი" დაასუსტოს გასვლითი შეხვედრებით და უმაღლესი ლიგიდან
გააგდოს.
რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, "ზუგდიდს" საბოლოო გადაწყვეტილება არ
მიუღია. როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ
რადიო "ათინათს" განუცხადა, თუკი ფედერაცია
პოზიციას არ შეცვლის, კლუბი შიდა მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვეტს,
როგორ მოიქცეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები