ზუგდიდის
"ზუგდიდს" საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციისგან ოფიციალური წერილი მოუვიდა, რომლის მიხედვით,
კლუბს ზედა
ეწერის სტადიონზე თამაშის საშუალება არ ეძლევა.
ფედერაციას არგუმენტად მოჰყავს ის, რომ მინდვრის საფარი არ
შეესაბამება უმაღლესი ლიგის სტანდარტებს. ოფიციალურ წერილში
მითითებულია, რომ კლუბმა 4 ნოემბრამდე უნდა დაასახელოს ალტერნატიული
სტადიონი, სადაც "ზუგდიდი" საშინაო მატჩებს ჩაატარებს.
გუნდის კაპიტანი
ნიკოლოზ აფაქიძე რადიო
"ათინათთან" აცხადებს, რომ
"სიონთან"
მატჩი უმნიშვნელოვანესია.
"
სწორედ ამ თამაშზეა დამოკიდებული ქალაქში ფეხბურთის
ბედი. გუნდი და ფეხბურთელები ვაპირებთ, რომ ხვალ გავაგზავნოთ
ფედერაციაში წერილი, ჩამოვიდეს შესაბამისი ორგანო და შეამოწმოს, არის
თუ არა სტადიონი მზად მატჩის გასამართად. უსამართლობა იქნება, თუკი
ფედერაცია გულშემატკივრებს წაართმევს შესაძლებლობას, გვერდში დაუდგეს
საკუთარ გუნდს.
არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ",
- ამბობს აფაქიძე.
ამასთან დაკავშირებით ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კლუბმა "ზუგდიდი"
წერილი გამოაქვეყა.
"გარდამავალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ფინიშის სწორს,
დაძაბულობა რომ მოიმატებდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ს.კ. „ზუგდიდის“-ს
ირგვლივ დატრიალებულ ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე,
ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა, კლუბის ხელმძღვანელობასთან
მოლაპარაკების შედეგად, გადადგეს პრინციპული ნაბიჯი, გაითვალისწინეს
რა, ქალაქის, გულშემატკივრების და ზუგდიდის საფეხბურთო გუნდის
მომავლის ინტერესები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩის ჩასატარებლად
(ზუგდიდი-სიონი), ერთობლივი ძალისხმევით და საბრძოლო მოტივაციით
მინდორზე გასულიყვნენ... ბუნებრივია, არავის აქვს ილუზია,
რომ „ზედა ეწერი“-ს სტადიონი, სრულყოფილია და სტანდარტებს ბოლომდე
აკმაყოფილებს, მაგრამ დღემდე ჩატარებული თითოეული მატჩის შედეგად
არაერთი მადლობა მიგვიღია, სფფ-ს წარმომადგენლებისგან, ოფიციალური
შეხვედრების სრულყოფილად და ორგანიზებულად ჩატარებისთვის...
თვალნათელია, რომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულად
მნიშვნელოვანია და ასეთ დროს, უარი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი
ქომაგების წინაშე მატჩის გამართვაზე, დაძაბულობას კიდევ უფრო ქმნის",
- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 5 ნოემბერს ზუგდიდის "ზუგდიდსა" და ბოლნისის "სიონს"
შორის ეროვნული ჩემპიონატის მატჩია დაგეგმილი. ორივე გუნდს ერთნაირი
ქულები აქვს და სწორედ ეს თამაშია გადამწყვეტი.
მასალის გამოყენების პირობები