ოდაბადეშ კინოხონი
დუდკოჩი
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში საქორწილო სუფრის უფროსს (გამრიგებელს) ეჯიბი წარმოადგენდა, სამეგრელოში ამ ფუნქციას ასრულებდა და დღესაც ასრულებს „დუდკოჩი“ (თავკაცი),რომელსაც ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ოჯახის უფროსი ასახელებს. ლხინისა თუ ჭირის დროს „სამოხიოში“„დუდკოჩად“, ხშირ შემთხვევაში, ერთი და იგივე პირი გვხვდება, იგი გამოცდილი, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული ასაკოვანი კაცია და წარმოადგენს „სამოხიოს“ ფაქტობრივ ხელმძღვანელს. „დუდკოჩს“ აბარია მთელი საქორწილო ხარჯი,ხელმძღვანელობს წინასაქორწილო საქმიანობას,უზრუნველყოფს სუფრის მაღალ დონეზე გაწყობასა და მექორწილეთა მომსახურებას.
დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი ყველა დაკისრებული მოვალეობა და რიტუალი რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო სამეგრელოში ტრადიციისამებრ.

გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემის ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა
Print