ოდაბადეშ კინოხონი
მოჯგირეფი
ტერმინი ,,მოჯგირე” ნაწარმოებია სიტყვიდან ,,ჯგირი“, რაც კარგს ნიშნავს და სრულ შესატყვისობაშია ქართულ ,,მოკეთესთან“. აღნიშნული ტერმინით მოიხსენიება დღეისათვის სისხლით ნათესავი - როგორც მამის,ასევე დედის ნათესაობის მხრიდან. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რამდენი თაობა ითვლებოდა ნათესავად, რა ტერმინი გამოიყენება პირველი და მეორე კატეგორიის ნათესაობის აღსანიშნავად. როგორ ხდებოდა სამეგრელოში ხელოვნურად დანათესავება და რა წესები უნდა ყოფილიყო მკაცრად დაცული. 

გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია.
გადაცემის ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა.
Print