ოდაბადეშ კინოხონი
ცხენლაჸაფეფი
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
უნაგირს მას ჯერ კიდევ დაბადებამდე უმზადებდნენ, მარულა და თარჩია კი მხოლოდ შეჯიბრი არ იყო ეს იყო გზავნილი თაობიდან თაობაში.ცხენს პატივს სცემდნენ არა მხოლოდ ვარჯიშით , მისთვის ცალკე დღესასწაულიც ჰქონდათ. თერდობა, სადაც ცხენის ქანდაკებით ევედრებოდნენ წმინდა თეოდორეს დაცვასა და გამრავლებას.ეს არის ცხენისა და მეგრელის ურთიერთობა ერთდროულად პრაქტიკული და წმინდა ტრადიცია, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობს.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია

გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი"" - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
Print