ოდაბადეშ კინოხონი
ბოყვიშ ჸუდე
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
ეს იყო ერთოთახიანი ხის სახლი, ცენტრალური კერითა და შუაცეცხლით, სადაც მკაცრად იყო გამოყოფილი მამაკაცებისა და ქალების სამყოფელი. ბოყვიშ ჸუდე არა მხოლოდ საცხოვრებელი იყო, არამედ რიტუალური, კულტურული და საოჯახო ცხოვრების მთავარი ნაწილი. გადაცემაში მოისმენთ , როგორ აშენებდნენ ამ სახლებს, რა მასალებს იყენებდნენ და როგორი რიტუალები უკავშირდებოდა მის ყოველდღიურობას.“
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია

გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
Print