მესტიის ერთ - ერთი სკოლის მასწავლებელი სოფიო ქუხილავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია.      
ის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. ათეულის ვინაობა დღეს, 28 ივნისს გახდა ცნობილი.
ათეულში მოხვდნენ შემდეგი პედაგოგები:
•	ნუკრი კარკაძე – ბაღდათის პირველი საჯარო და როკითის სკოლის მუსიკის მასწავლებელი
•	გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
•	ნანა მარღანია – სოფელ ვარციხის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
•	ინგა მოსიაშვილი – საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და მუსიკის მასწავლებელი
•	ნათია ნარსავიძე – დმანისის მე-3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
•	ნათია ნაფეტვარიძე – თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
•	დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
•	ნათია უჩავა – თბილისის 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ლიტერატურის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
•	სოფიო ქუხილავა – მესტიის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი
•	ნინო შუხოშვილი – საპატრიარქოს ყვარლის გიმნაზიის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.
ცნობისთის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ამავე თემაზე:
წალენჯიხელი მასწავლებელი მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულშიაჩხოროწყუელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია
ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის მესტიის სკოლის მასწავლებელიცაა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში სამეგრელოდან ორი პედაგოგი მოხვდა  			 
			
მასალის გამოყენების პირობები