ჩხოროწყუელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია
ჩხოროწყუელი პედაგოგი სოფიო გოგოხია 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გამარჯვებული გახდა.
ის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში ქართულ ენა-ლიტერატურასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის. სასწავლებელი ჩხოროწყუში მდებარეობს.
სოფიო გოგოხია პრიზის სახით 10 ათას ლარს მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს გაიმართა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ფოტო: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასალის გამოყენების პირობები