წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერის სკოლის მასწავლებელი მარინე კვარაცხელია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია.
ის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
ათეულის ვინაობა დღეს, 20 ივნისს გახდა ცნობილი.
ათეულის წევრებიდან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
ამავე თემაზე:
ჩხოროწყუელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია
ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის მესტიის სკოლის მასწავლებელიცაა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში სამეგრელოდან ორი პედაგოგი მოხვდა
მასალის გამოყენების პირობები