საკრებულოდან ყველა მოშიმშილე ძალის გამოყენებით გაიყვანეს
15:31 / 17.11.2021
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ამ ეტაპისთვის არ იმყოფება არც ერთი მოშიმშილე. პოლიციამ მათი უმრავლესობა ძალის გამოყენებით გაიყვანა.
ასევე, დარბაზიდან გამოტანილია მათი პირადი ნივთები და ლეიბები. ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განიმუხტა. მანამდე, მოშიმშილეები სამართალდამცავებს შემდეგი სიტყვებით მიმართავდნენ: "პუტინის მონები", "ივანიშვილის ლეკვები" და სხვა. საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები