მიუხედავად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ბესიკ ჭეჟიას თხოვნისა, ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს მოშიმშილე წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი არ დატოვეს.
მანამდე ბესიკ ჭეჟიამ უპასუხა ოპოზიციონერი მოშიმშილეების ბრალდებებს და უთხრა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით უჩვეულო და უკანონო არაფერი ხდება. მისი თქმით მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის 15 ნოემბრამდე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილვევად გაიტანოს წარმომადგენლობით ორგანოში.
მოშიმშილეებთან ერთად არიან ენმ-ს სხვა წევრები და მხარდამჭერები. ისინი დარბაზი დატოვებას არ აპირებენ. მანამდე, დაცვის თანამშრომლები ენმ-ს წევრებს სხდომათა დარბაზში ლეიბების შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
ახლად არჩეული საკრებულოს წევრის მაია კალანდიას თქმით, მათ ფრაქციის ოთახიდან, სხდომათა დარბაზში იმიტომ გადაინაცვლეს, რომ აპროტესტებენ ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაჩქარებას. კალანდია მიიჩნევს, რომ მოქმედ საკრებულოს სასწრაფოდ სურს მიიღოს ბიუჯეტი, რომელიც მისივე თქმით, არა ქალაქის, არამედ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების და აქტივისტების არის.
ამავე თემაზე:
ენმ-ის წევრები შიმშილობას ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში გააგრძელებენ
ჩქარობს თუ არა ზუგდიდის საკრებულო და მერია ბიუჯეტის დამტკიცებას - შეფასებები და მოლოდინი
ზუგდიდის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად ემზადება - წითლიძე
მასალის გამოყენების პირობები