ახალი ამბები
ენმ-ის წევრები შიმშილობას ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში გააგრძელებენ
წინააღმდეგობის მიუხედავათ ზუგდიდში მოშიმშილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. მანამდე, დაცვის თანამშრომლები ენმ-ს წევრებს ლეიბების შეტანის საშუალებაა არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

ახლად არჩეული საკრებულოს წევრის მაია კალანდიას თქმით, მათ ფრაქციის ოთახიდან, სხდომათა დარბაზში იმიტომ გადაინაცვლეს, რომ აპროტესტებენ ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაჩქარებას. კალანდია მიიჩნევს, რომ მოქმედ საკრებულოს სასწრაფოდ სურს მიიღოს ბიუჯეტი, რომელიც მისივე თქმით, არა ქალაქის, არამედ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების და აქტივისტების არის.

"ლეიბის გარეშეც დავსხდებოდით, გავაგრძელებდით შიმშილობას, იმიტომ რომ 32 წელია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და რუსეთისგან თავის დაღწევისთვის ვიბრძვი პირადად მე. 88 წლიდან მიმიღია სხვადასხვა შიმშილობების აქციებში მონაწილეობა, ვმჯდარვარ რუსთაველზე წვიმასა და ქარშიც და პოლიციას თუ ჰგონია რომ შემაშინებს პირადად მე, ან ამ ახალგაზრდებს, ან მალხაზ ჯალაღონიას - ძალიან ცდება. ლეიბის ჯაჯგური არის სირცხვილი, მოშიმშილე ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს მსოფლიოში აქტი, ეს იმდენად დიდ ჰუმანურობას მოითხოვს ყველასგან, პოლიციისგან და რიგითი ადამიანებისგან. პოლიციამ მიხედოს თავის თავს და კუნთებს მოშიმშილე ადამიანებზე ნუ სინჯავს, მოსინჯოს კუნთები იქ სადაც არის მისი ადგილი და საჭიროება მოითხოვს. დაიცვას ადამიანები და არა პირიქით, დაარღვიოს ჩვენი უფლებები", - თქვა მაია კალანდიამ.

ენმ-ს მტკიცებით შენობასთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული 4 წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" და ექიმი მალხაზ ჯალაღონია უკვე მესამე დღე შიმშილობენ. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.