პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოდან მოშიმშილეების გაყვანა დაიწყო
სამართალდამცავებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფი მოშიმშილეების ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს.
აღნიშნულის გამო ცუდად გახდა ენმ-ის წევრი მაია კალანდია, მას სასწრაფოს ბრიგადები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული პოლიციელი. სხდომათა დარბაზში ხმაურია.
რამდენიმე წუთში აქ ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები