ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული შუქნიშნების, ავტომატური მართვის კონტროლერისა და მოდულების შესასყიდად ტენდერს ისევ აცხადებს. მისი ღირებულება კვლავ 326 441 ლარია. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.