მოქალაქეების აზრი
მიდიხართ თუ არა არჩევნებზე - გამოკითხვა ზუგდიდის სოფლებში
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 17 დღე რჩება. პარტიები ქალაქებსა და სოფლებში საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.

რადიო "ათინათმა" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ჭითაწყარში, ინგირში, კახათში, დარჩელსა და ანაკლიაში მოსახლეობას ჰკითხა, აპირებენ თუ არა არჩევნებზე წასვლას და რატომ არის მნიშვნელოვანი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენება.
სოფლებში გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ აუცილებლად წავა არჩევნებზე. მათი თქმით, ხმის მიცემა უმთავრესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.

ცნობისთვის, ზუგდიდში 115 301 ამომრჩეველი და 70 საარჩევნო უბანია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ისტორიაში პირველად, ის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ამომრჩეველთა 90% მასში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


ამავე თემაზე:

რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე - რას ფიქრობენ ზუგდიდელები (ვიდეო)

მიდიხართ თუ არა არჩევნებზე - ზუგდიდელების პასუხები (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.