რადიო ათინათის შესახებ

რადიო "ათინათი" ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუგდიდში 1998 წელს ჩამოაყალიბა. ამდენად, "ათინათი" არის დამოუკიდებელი სადგური და არ ასოცირდება პოლიტიკურ თუ სახელისუფლებო სტრუქტურებთან. მისი სამიზნე აუდიტორიაა 25-დან 45-წლამდე ასაკის, ორივე სქესის მოქალაქეები.

კვლევების მონაცემებით, რადიოტალღის გავრცელების არეალში მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, "ათინათის" მსმენელთა რაოდენობა კი, დაახლოებით, 35 000 შეადგენს, რასაც ინტერნეტით მსმენელების რაოდენობაც ემატება.

"ათინათი" მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში. მისი დაფარვის არეალი მოიცავს სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, აჭარის, სვანეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს. მუსიკალური ფორმატია A/C (თანამედროვე მუსიკა მოზრდილთათვის).

რადიო "ათინათს" აქვს საკუთარი ვებგვერდი www.radioatinati.ge, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება სამეგრელოს რეგიონში, ასევე ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბები. იტვირთება ახალი ამბების აუდიო ჩანაწერები, ფოტო და ვიდეორეპორტაჟები, ვიდეო და ვებ-გამოკითხვები. გარდა ამისა, იდება გადაცემების და რუბრიკების აუდიო ჩანაწერები. საშუალოდ ვებგვერდს ყოველთვიურად 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

გადაცემათა ბადეში მუსიკის, მრავალფეროვანი რუბრიკებისა და გადაცემების გარდა, გადის სხვადასხვა ინტერაქტიული თოქ-შოუ, რომელთა თემატიკა ძირითადად სოციალურ და საზოგადოებისთვის სხვა პრობლემურ საკითხებს მოიცავს.

"ათინათი"
აქტიურად აშუქებს სოციალური საკითხებს, ადგილობრივ კულტურას, მათ შორის, ხელს უწყობს მეგრული ენის შენარჩუნებას და იმ საკითხებს, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას უწყობს ხელს. ჰყავს პარტნიორები აფხაზეთში, რომლებთან თანამშრომლობით ეთერში ყოველკვირეული გადაცემა გადის.

"ათინათი" წელიწადში რამდენჯერმე ატარებს კონკურსებს, როგორც რადიოეთერში, ისე ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში.

IREX- ის M-TAG პროგრამის ხელშეწყობით რადიო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რამაც ხელი შეუწყო "ათინათის" გუნდის მიერ უფრო მრავალფეროვანი კონტენტის წარმოებასა და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას.

რადიოს უახლოეს მიზნებში შედის თანამედროვე ონლაინ სტუდიის მოწყობა, მაღალი სტანდარტების მედია პროდუქტების შექმნა, ვიზიტორების და მსმენელების რაოდენობის ზრდა. გარდა ამისა, დაგეგმილია აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოება - ერთობლივი მულტიმედია პროდუქტის წარმოება;

სარედაქციო კოდექსი და თვითრებულირების მექანიზმი

რადიო „ათინათი“ არის არამომგებიანი, არასამეწარმეო იურიდიული პირის, ასოციაცია „ათინათი“-ს მიერ დაფუძნებული. ის არაკომერციული რადიოა და არ ჰყავს მოწილეები. მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო და ფუნქციონირებს1998წლიდან.

რადიოს თვითრეგულირება: "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე „ათინათში“ თვითრეგულირების სტანდარტი 2016 წლიდან ამოქმედდა.

რადიოში შექმნილია დავის განმხილველი ორი ინსტანციის ორგანო: "კომისია" და"სააპელაციო საბჭო". მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ რადიო „ათინათმა“ დაარღვია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილი ეთიკური სტანდარტებიდა/ან მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს „ათინათს“ საჩივრით მისამართზე: ზუგდიდი რუსთაველის # 94, ან გამოაგზავნოს ელექტრონულად This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და მოითხოვოს რეაგირება.
ამ დრომდე რადიოში საჩივარი არ შემოსულა.

თვითრეგულირების საბჭოს წევრები:გია ხასია - რადიოს დირექტორი, სალომე ფაცაცია - რედაქტორი, თინათინ ბუკია - ჟურნალისტი, სოც. მედია მენეჯერი. სააპელაციო საბჭოს შემადგენლობაშია: რუსუდან ყალიჩავა - ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე, ივეტა როდონაია - იურისტი, არჩილ თოდუა -"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, ნათია კანკია - ჟურნალისტი. შემოსული განცხადებების და საჩივრების განხილვის ვალდებულება აქვს „კომისია“-ს. ხოლო მისი გასაჩივრების შემთხვევაში „სააპელაციო საბჭო“-ს. „კომისია“-მ მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს დასკვნა მომჩივანის განცხადებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში თუ დასკვნა გასაჩივრებული იქნა სააპელაციო საბჭოში, საბჭო მას განიხილავს 1 კვირის ვადაში.

სარედაქციო კოდექსი:

რადიო „ათინათის“ ჟურნალისტების მიერ მომზადებული და რადიოს ნებისმიერ პლატფორმაზე გავრცელებული მასალა უნდა იყოს მაქსიმალურად დაზუსტებულ ფაქტებზე დაყრდნობილი და გადამოწმებული მინიმუმ ორ სანდო და დამოუკიდებელ წყაროსთან. პუბლიკაციაში დაფიქსირებული ფაქტობრივი შეცდომა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა გამოსწორდეს. ყველა პუბლიკაცია გამოქვეყნებული უნდა იყოს მიუკერძოებლად და ფაქტების დამახინჯების გარეშე. რადიო „ათინათის“ საინფორმაციო სამსახური უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური ჯგუფისგან დამოუკიდებელი და არ ეწეოდეს რომელიმე მათგანის პროპაგანდას. რადიო „ათინათი“ უნდა აშუქებდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, საინტერესო მოვლენებს, ადამიანების პრობლემებს, სვამდეს საზოგადოებისთვის აქტუალურ შეკითხვებს, ეძებდეს პასუხებს შესაბამისი ორგანოებისა და პასუხისმგებელი პირებისგან, ავრცელებდეს ობიექტურ ინფორმაციას ყველა მონაწილე მხარის პოზიციით. რადიო „ათინათის“ მასალებში მკაცრად უნდა იყოს დაცული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.შესაბამისად არ უნდა იყოს გავრცელებული პირადი ინფორმაცია; განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოს გაშუქებული: არასრულწლოვნებთან დაკავშირებული თემები, გენდერული ნიშნით ძალადობა, დისკრიმინაცია, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული და სხვა ისეთი საკითხები, რომელთა გაშუქებისას პიროვნების იდენტიფიცირება არ უნდა მოხდეს. რედაქციამ, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს არასრულწოვნის საუკეთესო ინტერესი და აქედან გამომდინარე იმოქმედოს ვიზუალური თუ ტექსტური მასალის მომზადებისას. რადიო „ათინათის“ პუბლიკაციებში არ უნდა იყოს გამოხატული ჟურნალისტების პირადი მოსაზრებები. პუბლიკაციებში არ უნდა იყოს პიროვნების ან ადამიანთა ჯგუფის შეურაცხმყოფელი ტექსტური, აუდიო თუ ვიზუალური კონტენტი. რადიო „ათინათი“ მონაწილეობს მხოლოდ ისეთ კონკურსებსა და პროექტებში, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან რადიოს საინფორმაციო სამსახურის ღირებულებებსა და პრინციპებს. რადიო „ათინათის“ ჟურნალისტების უმრავლესობა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ხელმომწერია. საინფორმაციო სამსახური მუშაობს ქარტიის პრინციპების დაცვით.

გია ხასია
რადიოს დირექტორი
ელ.ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

გიორგი სხულუხია
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ელ.ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ჯილდა ჯიქია
ბუღალტერი
ელ ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

თინათინ ბუკია

ვეგვერდის მენეჯერი/ახალი ამბების წამყვანი/მულტიმედია რეპორტიორი
ელ ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მაია ფიფია

ჟურნალისტი/ ახალი ამბების და გადაცემების წამყვანი
ელ.ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ვიკა უბილავა

ჟურნალისტი
ელ.ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

სოფიო ხუციშვილი
მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი/წამყვანი/ რუბრიკების ავტორი
ელ.ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კესო შონია
მუსიკალური წამყვანი
ელ.ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

სოფია ქუხილავა

მუსიკალური წამყვანი
ელ.ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ლევან ბებია
ტექნიკური ოპერატორი
ელ ფოსტა : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.