სტატია
გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდას აძლევს წვდომას არამხოლოდ ძალიან კარგ განათლებაზე, არამედ აკავშირებს ევროპისა და ამერიკის მოქალაქეებს ქართველებთან - FLEX პროგრამის კურსდამთავრებული, ელენე როგავა
18 წლის ზუგდიდელი ელენე როგავა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) მონაწილეა. მან მე-12 კლასი, ერთი აკადემიური წელი, აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატის სკოლაში გაატარა.

რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია როგორც აშშ-ში განათლების მიღების სურვილი, ასევე, ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდა იყო.

ელენეს თქმით, აშშ-ში გასამგზავრებლად წინასწარ მოსამზადებელი ეტაპის წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი მიუძღვის წლების განმავლობაში დაგროვილ მოხალისეობრივ გამოცდილებას, ამასთან, მცირე ასაკიდან არაფორმალური განათლებით დაინტერესებასაც.

„არაფორმალურმა განათლებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და ჩამომიყალიბა უამრავი სოციალური უნარ-ჩვევა: გუნდური მუშაობა, სწორი კომუნიკაცია, ლიდერული თვისებები, ემოციური ინტელექტი, გახსნილობა და თავდაჯერებულობა. ყოველივე ეს იყო არამხოლოდ უმნიშვნელოვანესი იყო FLEX -ში გამარჯვებაში არამედ, თავად ამერიკაშიც ძალიან გამომადგა. გარდა ამისა, ფინალისტებისთვის ეწყობა ბანაკი, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ვეცნობით, განვიხილავთ განსხვავებას ქვეყნებს, კულტურებს, სკოლებს შორის. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი შესაძლო კონფლიქტური სიტუაცია განვიხილეთ (კონფლიქტი მასპინძელ ოჯახთან, სირთულეები სკოლაში, სამშობლოს და სახლის მონატრება და ა.შ) და ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების სწორ გზებზე. ამის გარდა მთელი ტრენინგის პერიოდში ყველანი ვსაუბრობდით ინგლისურად (სავალდებულო იყო), რათა აშშ-ში ენის ბარიერის გადალახვა არ გაგვჭირვებოდა“.

როგორც ელენე აღნიშნავს, ამერიკულ სკოლაში საგნები საკუთარი ინტერესის სფეროს შესაბამისად აირჩია, პრაქტიკული კურსები, ჯანსაღი დისკუსიები და მასწავლებლებისგან მიღებული უკუკავშირი კი, მისთვის სწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა.

„საშინაო დავალება თითქმის არ მქონდა, სწავლის/ინფორმაციის შეთვისების უმეტესობა გაკვეთილის პროცესშივე ხდებოდა. სკოლის შემდეგ, თითქმის, სრულიად თავისუფალი ვიყავი ხოლმე, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემს ქართულ რეალობაზე. ამერიკაში ბავშვები ირჩევენ საგნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა მოთხოვნა, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. მეც დიდი ენთუზიაზმით ავირჩიე ბოტანიკა, „კრეატიული წერა“ (creative writing), ფოტოგრაფია, გერმანული, „Time to Speak“ (კლასი საჯარო გამოსვლაზე, დებატებზე და კომუნიკაციაზე) და თანამედროვე მსოფლიო ისტორია.

წერა და ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ამერიკაში მომეცა ამ ორი ინტერესის გაღრმავების საშუალება. ისტორიის მასწავლებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ხელოვნებაზე, ფილოსოფიასა და არქიტექტურაზე, მუდმივად ცდილობდა კლასში ყოფილიყო დისკუსია იმ თემებთან დაკავშირებით რასაც განვიხილავდით. კრეატიული წერის გაკვეთილზე პირველად მომეცა საშუალება, გამეზიარებინა ჩემი ნამუშევრები კლასისთვის და სრულიად სანდო, კომფორტულ გარემოში მიმეღო უკუკავშირი, რამაც თავდაჯერებულობაც შემმატა, კრიტიკის მიღებისა და უკუკავშირის გაცემის უნარიც უკეთ გამომიმუშავა. ფოტოგრაფიაში კონკრეტულად შავ-თეთრ ფირის ფოტოგრაფიას ვსწავლობდით, გადაღებას, გამჟღავნებას და ბეჭდვას. ძალიან თერაპიული, საინტერესო და ბევრისმომცემი პროცესია ფირთან მუშაობა და ამას საქართველოშიც ვიყენებ“, - ამბობს ელენე.

ამერიკაში მიღებულ გამოცდილებაზე, რესპონდენტი გვეუბნება, რომ აშშ-ში სწავლამ, პირველ რიგში, თავდაჯერებულობა აუმაღლა, რაც საჯარო გამოსვლების დახვეწაში და სხვადასხვა ტიპის საზოგადოებაში კომუნიკაციის ეფექტურად დამყარებაში დაეხმარა. ამასთან, ელენეს თქმით, სწავლის გარდა, აშშ-ში კლასგარეშე კლუბები, სპორტული ჩართულობა და მოხალისეობა ძალიან დიდ როლს თამაშობენ სოციალიზაციასა და ინტეგრაციაში.

„დილით, სკოლამდე ცურვა მქონდა. სკოლის შემდეგ ხელოვნების ან იოგის კლუბი. პირველ სემესტრში მოხალისე ვიყავი კატების თავშესაფარში, მეორე სემესტრში „სტუდენტ-ასისტენტი“ გავხდი და ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელს ვეხმარებოდი გაკვეთილების მომზადებაში, საკლასო ოთახის დალაგებაში, მასალების მოგროვებაში და ა.შ.

ყველა ამ აქტივობის მეშვეობით (გამოცდილების დაგროვების და უნარების გამომუშავების გარდა) კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვუახლოვდებოდი. ამის გარდა, ჩვენი მასპინძელი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ ქალაქში მყოფ გაცვლით მოსწავლეებზე იღებდა პასუხისმგებლობას, მუდმივად გეგმავდა შეხვედრებს, გასვლებს და აქტივობებს, რათა თვითონ გაცვლითი მოსწავლეებიც დავახლოებულიყავით“, - გვეუბნება ელენე.

ელენე აღნიშნავს, რომ პროგრამები როგორებიცაა FLEX, Erasmus+ და Fulbright ქართველ ახალგაზრდებს, მიუხედავად მათი წარმომავლობის, ფინანსური მდგომარეობის თუ რეგიონისა, აძლევს წვდომას არამხოლოდ ძალიან კარგ განათლებაზე, არამედ აკავშირებს ევროპისა და ამერიკის მოქალაქეებს ქართველებთან - ხდება ღირებულებების, კულტურის, ცოდნის გაცვლა, ყალიბდება მეგობრობა და ნდობა. მისი განმარტებით, ამ პროგრამების მეშვეობით ახალგაზრდებს ეზრდებათ თვალსაწიერი, ეჩვევიან დამოუკიდებლობას.

„ამის გარდა, ამერიკისა და ევროპის საგანმანათლებლო სისტემები განსაკუთრებით ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების, დემოკრატიული ფასეულობებისა და თანამედროვე სწავლის მეთოდების გავრცელებას.

განათლებაში ჩადებული უცხოური ინვესტიცია ბოლოს ისევ ქვეყანას ადგება ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში, რადგან განათლებული და გამოცდილი მოქალაქეები ქმნიან ქვეყნის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მდგრად მომავალს“.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ელენე გვიზიარებს, რომ აშშ-ში ან ევროპაში განათლების მიღებას კვლავ აპირებს, შემდეგ კი, დაგროვილ გამოცდილებას საქართველოში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებაში გამოიყენებს. ასევე, გეგმავს ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემებში არსებული ხარვეზების გამოსწორებაში წვლილი შეიტანოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.