სტატია
პროფესიის არჩევაში განსაკუთრებული როლი ითამაშა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობამ, - ზუგდიდელი ანა კვარაცხელია ევროპულ გამოცდილებაზე
ორსანტიის საჯაროს სკოლის მე - 12 კლასის მოსწავლე, ანა კვარაცხელია, ცოტა ხნის წინ, მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამით, ჯერ ბოსნიაში, შემდეგ კი ხორვატიაში იმყოფებოდა.
როგორც გვიამბობს, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ის სხვადასხვა ღონისძიებაში იყო ჩართული. მისი თქმით, ბოსნიაში მიღებული გამოცდილება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანატოლებს გაუზიარა და მათთან ერთად, რეგიონში რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის, გენდერული საკითხების მიმართულებით.

„ბოსნიაში ახალგაზრდებს შევხვდით, მათი გამოცდილება გავიზიარეთ, მათი მუშაობას გავეცანით, ახალგაზრდების მიმართულებით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შესახებ, იქაურ ახალგაზრდებთან გვქონდა ასევე ტრენინგ - შეხვედრები, იქაურ ტრენერთან გვქონდა ორდღიანი ტრენინგ - კურსი, გადაგვამზადეს გენდერულ თანასწორობაზე და გენდერული მიმართულებით, შემდეგ უნდა ჩაგვეტარებინა სოციალური კამპანია და ჩვენ სოციალური კამპანია განვახორციელეთ’’, - გვიყვება ანა.

17 წლის ახალგაზრდა ამბობს, რომ ბოსნიას და საქართველოს შორის ბევრ მსგავსებას ხედავს, თუმცა თვლის, რომ განათლების კუთხით, ისინი ბევრად წინ არიან წასულები.

,,ბოსნიას ძალიან ვამსგავსებ საქართველოს, იმიტომ რომ, რეალურად ერთმანეთს ჰგავს. განვითარების თვალსაზრისით ბოსნია არ არის მოწინავე ქვეყნებს შორის, მაგრამ ცდილობს, ის ბნელი მხარე, რომელიც აქვს, აღმოფხვრას და უკეთესებისკენ იბრძოლოს. ჩვენს გამოცდილებას რომ ვუზიარებდით იქაურ ახალგაზრდებს და ისინი რომ გვიზიარებდნენ გამოცდილებას, ძალიან ჰგავდა ჩვენი მუშაობის სისტემა ერთმანეთს, რა თქმა უნდა, განათლების კუთხით წინ არიან’’, - აღნიშნავს გაცვლითი პროგრამის მონაწილე.

ხორვატიაში ათდღიანი სასწავლო ვიზიტი მისთვის ასევე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, საჭირო ინფორმაციის და ახალი უნარების შეძენის თვალსაზრისით, რაც, მისი თქმით, შემდგომში სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. 

,, ხორვატიის კუნძულ სპლიტზე გვქონდა ათდღიანი ტრენინგ - კურსი, პლასტმასის გამოყენებასთან დაკავშირებით, არაფორმალურ გარემოში ვიმუშავეთ ეკოლოგიურ საკითხებზე, მივიღეთ ინფორმაცია ნარჩენების მართვაზე და შემდეგ უკვე შევქმენით ციფრული საინფორმაციო ბუკლეტი იმის შესახებ, თუ როგორ შევამციროთ ეკოლოგიური კვალი ყოველდღიურ ცხოვრებაში. იყვნენ უკრაინიდან, ფინეთიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან. ამ ახალგაზრდებთან ერთად კულტურული მიმოცვლისთვის საოცარი გამოცდილება იყო .იქ ვიყავით ისეთ ახალგაზრდებთან, რომლებიც ძალიან განსხვავებულები არიან ჩვენგან, როგორც კულტურით, ასევე განათლების სისტემით. მათთვის უჩვეულო არაფერი არ იყო. ჩვენგან ვინც იყვნენ ახალგაზრდები, საქართველოდან, გვიკვირდა იქაური მდგომარეობა, როგორი თავისუფლები არიან. დღის ბოლოს იყო კონკრეტული ქვეყნის კულტურული საღამო, სადაც ისინი თავიანთ კულტურას, ისტორიას, ცეკვას, კერძებს გვაცნობდნენ. ევროპული განათლება რაღაცნაირად უფრო ძლიერია, თითქოს უფრო მაღალ სტადიაზე დგას, თითქოს მათთვის გასაკვირი არაფერი არ არის. თან ევროპულ ქვეყნებში მიღებული განათლებით შეგიძლია ევროპის მოწინავე უნივერისტეტებში მოხვდე’’, - გვითხრა მან.

ანა კვარცხელიამ, რომელიც 14 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნეოგენის’’ აქტიური წევრია, თანატოლებისთვის ევროპაში მიღებული ცოდნის გაზიარება და სოფელ - სოფელ ტრენინგების ჩატარება, ჯერ კიდევ, გასული წლის მარტში დაიწყო.

როგორც ის რადიო ,,ათინათს’’ უყვება, ახალგაზრდებს ევროპულ განათლებაზე და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრება. ამბობს, რომ ახლა სოფლებში რთული სიტუაციაა და სკოლის დირექტორებთან ,,ბრძოლა’’ უწევს.

აქციის პირველივე დღეებიდან, ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებთან ერთად, აპროტესტებს ,,რუსულ’’ კანონს. ასევე თანატოლებს საჭირო ინფორმაციას აწვდის, იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს პროტესტი მნიშვნელოვანი.

,,დღეს შედარებით რთული სიტუაციაა. მე, მაგალითად, სკოლის დირექტორებთან „ბრძოლა“ მიწევს, იმის გამო, რომ საგაკვეთილო პროცესის შემდეგ ბავშვებს არ უშვებენ მათი სურვილისამებრ, რომ ტრენინგებს დაესწრონ და სრული კატასტროფა ხდება სოფლებში, იმიტომ, რომ ბავშვებს იმას არ აკეთებინებენ, რაც მათ რეალურად სურთ. ყოველდღე ველზე ვდგავარ და ვებრძვი დეზინფორმაციას. თუ კარებს არ გამიღებენ ფანჯრებიდან შევდივარ , ფანჯრებს დამიკეტავენ, ბავშვები აქეთ გამომყავს და ვცდილობ მათ ღირებული ინფორმაცია მივაწოდო’’, - გვითხრა ანამ.

მას მიაჩნია, რომ თითოეულ მოქალაქე ვალდებულია, რომ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს და დაიცვას ევროპული ღირებულებები. ამიტომაც, თვლის, რომ მნიშვნელოვანია, გააპროტესტო ის, რაც არ მოგწონს, უკეთესი მომავლისთვის.

„აქციების მიმდინარეობის პროცესი ალბათ ერთადერთი იმედია ჩემთვის და მჯერა, რომ შედეგს გამოიღებს’’, - დასძენს ის.

ანა სწავლის გაგრძელებას ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე ევროპაში გეგმავს. სამომავლო პროფესიად პოლიტიკური მეცნიერებები აირჩია, რაშიც, მისი თქმით, განსაკუთრებული როლი გაცვლით პროგრამებში მონაწილეობამ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა ითამაშეს.

გადაცემა მომზადებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისათვის" ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო ,,ათინათი'' და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2025
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „სოხუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა გახსნილია“. ამავე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს არის დაგეგმილი.
18 / აპრილი 2025
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
18 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში, მათ შორის მარტვილსა და ზუგდიდში, 19 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 20-21 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსს მიაღწევს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.