ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში დღეს საზოგადოებრივი
ცენტრი გახსნა. ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი
ტექნიკით
აღჭურვილი სივრცეა, სადაც ხელმისაწვდომია კომპიუტერები, ვიდეო
კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. გარდა
ამისა, აქ განთავსებულია მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის
ოფისი.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ცენტრის მეშვეობით, ლესიჭინესა და მის მიმდებარე 7 სოფლის
მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო
სექტორის სერვისით.
მასალის გამოყენების პირობები