საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომელთაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ.
ცვლილებებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონის შესაბამისად, სკოლაში სწავლების დაწყების ასაკია 6 წელია, ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან პირველ ნოემბრამდე უსრულდებათ, სწავლის დაწყებას ნაბაყოფლობით, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები