ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა და "ქართული ოცნების" წევრმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს სვლას ევროპისკენ, განვითარებისკენ და როგორც ის ამბობს, იმ
ისტორიული გზისკენ, რომლითაც დღემდე მოვიდა ქვეყანა.
"რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგი განცხადება იმიტომაც კეთდება დასავლეთისა თუ ევროპის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, რომ ერთგვარი საზრდო იყოს სულთმობრძავი ოპოზიციისთვის. არ მეგონა, თუ ამ ქვეყანაში კიდევ იყო აქტუალური გამოთქმები: არა რუსულ კანონს, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ და მსგავსი, რადგან მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ვიღვიძებთ საქართველოში, ვაგრძელებთ ცხოვრებას საქართველოში, ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ, განვითარებისკენ და იმ ისტორიული გზისკენ, რომლითაც დღემდე მოვედით და მოვდივართ", - თქვა მან.
შეგახსენებთ, მერაბ ქვარაია ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატისგან, რომლებმაც პარლამენტში სამივე მოსმენით "აგენტების" კანონსა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს.
ამავე თემაზე:
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
მასალის გამოყენების პირობები