ახალი ამბები
ე.წ ლამინირებული პირადობებით პენსიებისა და სოციალური შემწეობების მიღება ერთი თვე არ დაბრკოლდება - მინისტრი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოქალაქეებს არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით პენსიისა და სხვა სოციალური შემწეობის აღება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ.

მან ბრიფინგზე თქვა, რომ ეს დროებითი პროცესი იქნება და არ ნიშნავს ვადის გახანგრძლივებას. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც ე.წ ქაღალდის დოკუმენტები არ შეცვალეს ელექტრონული ID ბარათებით.

"იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მინდა მათ მივმართო და მათ მოვუწოდო, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა, მომავალში არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც ზოგადად მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება", - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, 1 ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, უვადო პირადობის მოწმობები გაუქმდა. მას ელექტრონული პასპორტი, ID ბარათი ჩაანაცვლებს.

გასული წლის დეკემბერში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი კანონპროექტი დაინიციირდა, რის მიხედვითაც, მოქალაქეები ძველი დოკუმენტით არჩევნებზე ხმის მიცემასა და საბანკო სერვისებით სარგებლობას, მათ შორის პენსიის მიღებას, ვეღარ შეძლებენ.



ამავე თემაზე: 

დღეიდან ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

1 ივლისიდან ე.წ ლამინირებული მოწმობით ვეღარ იმგზავრებთ - საქართველოს რკინიგზა

2024 წლიდან იგეგმება ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება

2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება - რატი ბრეგაძე
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.