აგვისტოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, აგვისტოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-
რეალიზაციის 11 შემთხვევა მოხდა.
უწყების ცნობით, დანაშაულზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 11 პირი მიეცა, მათგან 2 კი დაკავებულია.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 483 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 000 ლარს აღემატება", - ვკითხულობთ სამსახურის ვებ გვერდზე.
როგორც ისინი განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები