საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტლებში, ქვეყანაში 5985 ხანძარი გაჩნდა.
ამავე ცნობით, შემთხვევებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტრავმირებულთა რაოდენობა კი 122 იყო.
როგორც სტატისტიკაში ვკითხულობთ, ხანძრების შედეგად, ქვეყანაში 253 შენობა-ნაგებობა განადგურდა და 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოკვდა.
მასალის გამოყენების პირობები