2 თვეში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური
2024 წლის 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული
სხვადასხვა სახეობის თამბაქოს მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 35 141 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმია ამოღებული.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამრღვევი პირების მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552-ე მუხლის შესაბამისად, შედგა შესაბამისი ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები