ახალი ამბები
გაიყოლე - მოქალაქეები ერთმანეთს რეგიონებში ხმის მისაცემად გამგზავრებაში ეხმარებიან
ფეისბუქ ჯგუფში "დაიტოვე" მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებზე რეგიონებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ტრანსპორტირებაში ეხმარებიან.

მათი ნაწილი წერს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ადგილები არასაკმარისია და რეგიონებში გასამგზავრებლად სოციალურ ქსელში დაორგანიზება მოუხდათ.

ჯგუფში ამომრჩევლები ერთმანეთს უსასყიდლოდ ტრანსპორტირებას, საწვავის თანხის დაფინანსებას და საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დარჩენას სთავაზობენ.

"მეგობრებო, ვინმე თუ ხართ ისეთი, ვინც სამეგრელოში (სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა) ხართ ჩაწერილი, მაგრამ ვერ მიდიხართ იმის გამო, რომ იმავე დღეს უკან ვერ ბრუნდებით და დასარჩენი არ გაქვთ, ჩემი სახლის კარი ღიაა და რამდენიც მოხვალთ, ყველას დაგიტევთ.

სახლი ჩხოროწყუში მდებარეობს, ხვალ მივდივარ მეც. თუ ზემოაღნიშნულ ქალაქებში იქნებით, ჩემს სახლამდე ტრანსპორტირებაშიც დაგეხმარებით.
ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი წინაპირობა აქვს- არ უნდა იყო ქოცი!", - წერს მოქალაქე ბაჩანა საჯაია.

ცნობისთვის, ფეისბუქ ჯგუფი "დაიტოვე" ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებისას შეიქმნა. სოციალურ ქსელში ახალგაზრდები რეგიონებიდან თბილისის აქციებში მონაწილეობის მსურველებს დედაქალაქში საკუთარ სახლებში დარჩენას სთავაზობდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.