ახალი ამბები
აფხაზური „საგარეო“ ოპოზიციის ქმედებებს „გადატრიალების მცდელობად“ აფასებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სოხუმში, 15 ნოემბერს განვითარებული მოვლენები „აფხაზეთში გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა.


„რაც მოხდა, ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უარყოფითად აისახება ურთიერთობაზე ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რუსეთის ფედერაციასთან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დე ფაქტო საგარეო ავრცელებს.
ამავე ცნობით, აფხაზი ლდერი ასლან ბჟანია "რესპუბლიკაშია და აგრძელებს ქვეყნის ხელმძღვანელობას. მიიღება ყველა საჭირო ზომა სახელმწიფოს სტაბილურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზური ოპოზიცია უარს ამბობს შეასრულოს ასლან ბჟანიას მოთხოვნა „სამთავრობო“ შენობების დაცლასთან დაკავშირებით.

ისინი „ხელისუფლებას“ კომპრომისული წინადადებით მიმართავენ:

„წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორც გავიგე, მათში მონაწილეობას ასლან ბჟანიაც აპირებს. მაგრამ რომც არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ალბათ, ხელისუფლების გუნდიდან ვიღაცას მოუნდება კენჭი იყაროს. თუ გადავწყვეტთ, რომ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი (ბადრა გუნბა) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება, მაშინ მინისტრთა კაბინეტი მთლიანად გადადგება. დღევანდელი პრემიერის ადგილზე ჩვენგან ინიშნება ადამიანი, კომპრომისული პიროვნება. ამ გზით ვაბალანსებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი არ იყოს გამოყენებული დღევანდელი გუნდის წარმომადგენლის მხარდასაჭერად“, - განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, ასლან ბჟანიას რამდენიმე დელეგაცია გაუგზავნეს.

„დილამდე ითხოვა დრო, ამბობს, რომ გადადგება - ჰოდა, გააკეთოს!“, - აღნიშნა არძინბამ.

17 ნოემბერს პროეტსტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ, შესაძლოა, დროებითი მთავრობა შექმნას.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.